რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ.
“რუსეთმა უკრაინის ომში ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში.
278 რუსული თვითმფრინავი უკრაინაში, 118 საბჭოთა თვითმფრინავის წინააღმდეგ ავღანეთში. ეს ომი სამარცხვინოა რუსეთისთვის და გამოიწვევს მის განადგურებას!“, – განაცხადა ზალუჟნიმ.