ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მზად ვართ, პრეზიდენტს გვარამიას შეწყალების საკითხზე შევხვდეთ” – დეკანოიძე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტს 12 პუნქტის შესრულებასთან, კერძოდ, მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აკისრია.
“ნიკა გვარამიას შეწყალება არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური საკითხი, ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის განცხადებით, შეწყალების თაობაზე მიმართვას მათ ხელი მოაწერეს და მზად არიან პრეზიდენტს შეხვდნენ, თუკი ამის სურვილი ექნება.

“12 პუნქტის შესასრულებლად მნიშვნელოვანია გვარამიას შეწყალება, ეს არ არის მხოლოდ ნიკას საკითხი, ეს არის საკითხი, რომელიც ეხება მედიათავისუფლებას და საქართველოში დემოკრატიის განვითარებას. ამის შესაბამისად, პრეზიდენტს აქვს თავის ვალდებულება 12 პუნქტის შესასრულების მიმართულებით, მედიათავისუფლების კუთხით, რაც ასევე ევროკავშირის რეზოლუციაშია ასახული. ნიკა გვარამიას შეწყალება არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური საკითხი, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შეხვედრისთვის მზად ვარ, თუ ექნება სურვილი, რომ განვიხილოთ არგუმენტები, მოვისმინო მისი აზრი, საზოგადოება ელოდება მის აზრს. ნიკას პოზიცია შეწყალებასთან დაკავშირებით არის ძალიან კონკრეტული, სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე პოლიტიკური მართლმსაჯულების სისტემაში არაფერი შესაწყალებელი არ სჭირს, მისი სურვილი ეს არ არის, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნიკას თავისუფლება არის მნიშვნელოვანი მედიათავისუფლებისთვის და ხელი მოვაწერეთ ამ მიმართვას”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ოპოზიციის წევრები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ. „ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განაცხადებით, პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თაობაზე უფლებამოსილების გამოყენების თხოვნით მომზადდა წერილი, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებას ეყრდნობა.

იტვირთბა....