ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დაპირისპირება პარლამენტში: ნუგზარ წიკლაური ეკა ბესელიას წინააღმდეგ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ხმაურით წარიმართა. უმცირესობა და უმრავლესობა ერთმანეთს ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულთა საკითხზე დაუპირისპირდნენ.

„მე ჩემს თავს არ მივცემ უფლებას დავიწყო საუბარი იმ განცხადებებზე, რომელიც ბატონ ელისაშვილს ჰქონდა, თუ როგორ და რის ფასად ხდებოდა გათავისუფლება, არავის უდანაშაულობის პრეზუმციას არ დავარღვევ, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ არავითარი პოლიტიკური საფუძველი იმ გათავისუფლებებს არ ქონდა, ხშირ შემთხვევაში ისინი იყვნენ მკვლელები და იმ ადამიანებმა, ვისაც სიაში შეყავდა, იცოდნენ, რომ ხელს აწერდნენ მკვლელების გათავისუფლებას,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

როგორც უმცირესობაში ამბობენ, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებას სურს  ე.წ. შეწყალების საქმეზე გაირკვეს სიმართლე, აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა.

 

იტვირთბა....