უკრაინის აღმოსავლეთით, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით, აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინის ჯარები იგერიებენმტრის შეტევებს და ინარჩუნებენ პოზიციებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს პოზიციური ომი, არის გარკვეული მოძრაობა, მაგრამ მცირე შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი ჩვენი ჯარები ცდილობენ გაათანაბრონ ფრონტის ხაზი.
„ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულება ყველაზე აქტიურია. მტერი მუდმივად ცდილობს თავდასხმის განხორციელებას ჩვენს პოზიციებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახლებებზე : არტილერიიდან, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, ნაღმტყორცნებიდან, ტანკებიდან, ავიაციიდან, თუმცა, ჩვენმა ჯარებმა მოახერხეს ყველა თავდასხმის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება“, – განაცხადა ჩერევატიმ.