ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იგივეა, რომ ილია ჭავჭავაძე გაგვეგდო პოლიტიკიდან – მეგრელიშვილი დეოლიგარქიზაციის კანონზე

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტის მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს კანონი უსამართლოა. მისი თქმით კანონპროექტის მიღება იგივეა, რომ მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძე გაგვეგდო პოლიტიკიდან.

“ეს კანონი არის უსამართლო. უბრალოდ უსამართლო და არარელევანტური ქართულ რეალობასთან. ეს იგივეა, რომ მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძე გაგვეგდო პოლიტიკიდან და არ მიგვეცა საშუალება, რომ არჩევნებში მნაწილეობა მიეღო ან რამე პოლიტიკური სურვილები ჰქონოდა. მგონი ამ ფაქტის გააზრებასაც თუ ვერ მოვახერხებთ, რომ ეს ამას ნიშნავს, მაშინ, მგონი, მართლა არ ვიმსახურებთ, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ.”- განაცხადა მეგრელიშვილმა.

იტვირთბა....