პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“გამარჯობა მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN თვისაც არის ხოლმე მძიმე დღეები! რთულია მხიარულად ამბების მოყოლა, როდესაც 24 თებერვლიდან მოყოლებული 24-ე ქართველი ლევან სახელაშვილი დაგვეღუპა ბრძოლის ველზე! ნათელი მის სულს! დიდება და მადლობა ჩვენს გმირებს!
ურდოც დიდი რიცხვებით ნადგურდება, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, საშუალოდ 600-700 ორკი მაინც უკვდებათ, გენ შტაბის მონაცემებით, მაგრამ ურდოს რაოდენობა ფრონტის გაყოლებაზე მაგრა გაიზარდა და განსაკუთრებით იმატა მტრის მხრიდან არტილერიურმა იერიშებმა! არტილერიაში რაოდენობრივად იმდენად დიდია უპირატესობა, რომ გარკვეული დასახლებული პუნქტებიდან ჩვენებს გასვლაც კი მოუწიათ ცოცხალი ძალის შენარჩუნების მიზნით! ომის დაწყებიდან ურდოს 1402 საშუალო, მაღალი და უმაღლესი რანგის ოფიცერი მოუკლეს ჩვენებმა, მათ შორის 10 გენერალი!
ახლა კი აღარ ყოფენ ცხვირს ეს გენერლები ბრძოლის ველზე, არამედ ძალიან რო გაუჭირდათ, დაუწყიათ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ფუსფუსი, მაგრამ უსაგნოდ – არაფერი მიანიშნებს რაიმე რეალურ მომზადებაზე!
ესეიგი, სულ უფრო იკრებს ძალას პუტლერის პირადი პოვარი პრიგოჟინი! სერიოზული პუარ კამპანიის გარდა, სერიოზულ ხალიჩისქვეშა და ზედა ბრძოლებშია შესული იგივე გენერალიტეტთან და პერსონალურად ლენინგრადის ოლქის გუბერნატორთან! დაუჭამიათ ერთმანეთი, თუმცა ეს ვირთხების კასრში ბრძოლა მთავარი ვირთხა პუტლერის გაბრდღვნით დასრულდება!
შავი ზღვის ფლოტის უსაფრთხოების გარანტიებს რო ითხოვდა პუტლერი, ჩვენები დაპირდნენ, რომ ხორბლის გადაზიდვისას ტანკერებიდან წყალქვეშა დრონებს არ გაუშვებდნენ!
სულ მიაფარჩაკა ერდოღანმა პუილო! ერთი ზარი და პუტლერმა ჯანდაბას ვბრუნდები, ოღონდ გემები არ ჩამიძიროთო! ძაალიან საინტერესო პასუხი გასცა ერდოღანმა ჟურნალისტს კითხვაზე, თუ როგორ დაითანხმა პუტლერი დაბრუნებაზე: “ჯერ ბაიდენს მოვუყვები და მერე თქვენო”! ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩასულა კიევში ხელდამშვენებული! 4 ბატარეა ჰსთ სისტემას გადასცემს ესპანეთი უკრაინას უახლოეს პერიოდში!
რაც მეტი და რაც მალე, მით უკეთესი!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ განადგურდება!
დიდება უკრაინას!
გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

