უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე აცხადებს, რომ დაახლოებით ორ კვირაში უკრაინის შეიარაღებული ძალები ომში ძალიან კარგ შედეგს დადებს.
მისი თქმით, ნოემბრის ბოლოს ფრონტის ხაზზე სერიოზული გარდატეხა მოხდება.
„ორი კვირის შემდეგ დაინახავთ უკრაინული შეიარაღებული ძალების მხრიდან ახალ გარდატეხას. ზუსტად 2 კვირის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს სხვანაირ, წარმატებულ შედეგს დაინახავთ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. მობილიზებული სამხედროების შემოყრა და ვითარების ცოტა გართულება არის დროებითი, ტაქტიკური გადაჯგუფებები ხდება. უკვე ორ კვირაში უკრაინის შეიარაღებული ძალების კარგ შედეგს დავინახავთ. ნოემბრის ბოლოს სერიოზულ გარდატეხასაც ველოდები“, – განაცხადა ნადირაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.
მისი თქმით, ომში რუსეთის მხრიდან დანაკარგი ძალიან დიდია.
„რუსეთის პირადი შემადგენლობის მსხვერპლი ასეთია – ერთი ათზე და უფრო მეტიც. საკუთარი აუდიტორიისთვის პროპაგანდა აქვთ, თითქოს რაღაც წარმატებას მიაღწიეს, თორემ მათთვის სტრატეგიულ წარმატებას ვერ ვხედავ, წინ ვერ წამოიწიეს“, – განაცხადა ნადირაძემ.