ყაზახეთში ყარაგანდას რაიონში მაღარო აფეთქდა. გარდაიცვალა 5 ადამიანი, ხოლო 4 დაშავდა. არსებული ინფორმაციით, 160 მეშახტე ევაკუირებულია.
“ავარიის გამოსაძიებლად იქმნება კომისია, რომელიც გამოძიების შედეგებით დაადგენს შემთხვევის მიზეზებსა და გარემოებებს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

