ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვიდეო: “ფული მოიტანე თორემ შენს დედას მოვ***ნავ” – პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი: 1962 წელს დაბადებული რ. ხ., ასევე წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები: 1989 წელს დაბადებული გ. პ., 1990 წელს დაბადებული ბ. ს.,1980 წელს დაბადებული ს. ყ. დააკავეს. განცხადებას შსს ავრცელებს.

„ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ – 1977 წელს დაბადებულ ჯ. ბ.-ს, მეტსახელად „ბონჩოს“ და 1974 წელს დაბადებულ ა.თ.-ს.

ზემოაღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ „კანონიერი ქურდობა“, „ქურდული სამყაროს“ წევრობა”, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვა“, – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დანაშაულები 3-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....