სირიაში ავიათავდასხმების შედეგად დროებითი ჰოსპიტალი დაინგრა. როგორც ბრიტანეთში მდებარე ადამიანთა უფლებების სირიული ობსერვატორია ამბობს, დროებითი ჰოსპიტალი რუსული სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე იყო.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Independent-ი საერთაშორისო დახმარების სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, დაღუპულია მინიმუმ ერთი ადამიანი, ჰოსპიტალის 9 თანამშრომელს კი ამ დრომდე ეძებენ.