როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე ვერ გაძვრება თქვენი რეჟიმი იმ მოთხოვნებში, რომელიც ევროკავშირს აქვს დაწესებული იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის განხილვის დროს განაცხადა.
სალომე სამადაშვილი ვარაუდობს, რომ ევროკავშირი მიიღებს არაერთ დოკუმენტს საქართველოს მიერ მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით და შეფასება იქნება ძალიან მძიმე.
“რაც შეეხება იმას, ვინ მიაჩნიათ ევროკავშირში ოლიგარქად და ვის გავლენაზე საუბრობენ, რადგან თქვენ ეს აქამდე ვერ გაიგეთ, სამარცხვინოდ მიგაჩნიათ ევროპარლამენტის ერთი რეზოლუცია, უახლოეს მომავალში ევროპარლამენტი მიიღებს მეორე რეზოლუციას. ამის შემდეგ ევროკავშირი მიიღებს არაერთ დოკუმენტს, რა გააკეთა თქვენმა ხელისუფლებამ ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად და ეს შეფასებები იქნება ძალიან მძიმე. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ არ გვინდა კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ, არამედ იმიტომ, რომ როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე ვერ გაძვრება თქვენი რეჟიმი იმ მოთხოვნებში, რომელიც ევროკავშირს აქვს დაწესებული იმისთვის, რომ მიენიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა

