ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

რაჭული ხეებიც საჩხერეში მიაქვთ: რას უხსენებს ხაბეიშვილი ივანიშვილს (ვიდეო)


.

მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“-ს დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში „მედიტორის“ მიერ 2014  წელს გაადაღებულ ვიდეოს ასაჯაროვებს, სადაც ჩანს, რომ რაჭაში მოჭრილი ხეები საჩხერეში მიაქვთ. როგორც იმ პერიოდის საინფორმაციო წყაროებიდან ირკვევა, ბიძინა ივანიშვილის შვილობილ კომპანია „ატუს“ მიეცა უფლება ათი ათასი კუბური მეტრი ხის მოსაჭრელად.

„მეტრონომთან“ საუბრისას ლევან ხაბეიშვილმა განმარტა რატომ გაიხსენა 2014 წლის ვიდეო ჩანაწერი:

„ეს ძველი ვიდეოა და „ატუს“ თემას ეხება. ახლა იმიტომ გავაზიარე, რომ შევახსენე საზოგადოებას, ახლა არ დაუწყია ბიძინას ხეების ჭრა.

ეს ვიდეო “მედიატორის” ტყიბულის ორგანიზაციის წევრებმა გადაიღეს, რომელიც ხე-ტყის მასიურ განადგურებას ეხება. ამ ვანდალურ აქტს კომპანია „ატუ“ ახორციელებს და ეს კომპანია არის ბიძინა ივანიშვილის. შესაბამისად ეს ვიდეო კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ოლიგარქმა დიდი ხნის წინ დაიწყო ხეების ჭრაც და განადგურებაც.

მაშინ საბუთიც წარვადგინეთ სადაც დასტურდებოდა „ატუს“ მიერ ხე -ტყის ჭრა. თუმცა, რეაგირება ნული. აბა ვინ გაბედავს ოლიგარქს ძილი დაუფრთხოს.“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ციხისძირიდან ასწლოვანი ხეების ამოთხრასა და ურეკის რეზიდენციაში გადატანას ოპოზიცია აპროტესტებს, როგორც უკანონოს, დოკუმენტურად დაუსაბუთებელს და ბუნებისთვის საზიანოს.

 

იტვირთბა....