ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“უკრაინისგან გარანტიები მივიღეთ” – რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას უბრუნდება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის მიღებას განაახლებს. უწყების თქმით, უკრაინისგან მიღებული წერილობითი გარანტიები საკმარისად გამოიყურება და საომარი მოქმედებებისთვის მარცვლეულის დერეფანი არ იქნება გამოყენებული.

“რუსეთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ მოცემულ მომენტში მიღებული გარანტიები საკმარისად გამოიყურება და ის განაახლებს შეთანხმების შესრულებას – უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისა და სურსათის უსაფრთხო ტრანსპორტირების ინიციატივა შეჩერებული იყო სევასტოპოლში ტერაქტის შემდეგ”, – დაწერა უწყებამ.

რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან 29 ოქტომბერს გავიდა. ამის მიზეზად კრემლმა სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე “თავდასხმები” დაასახელა.

საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, 1-ლ ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მის თურქ კოლეგას ესაუბრა და თქვა, რომ რუსეთი შეთანხმებისთვის “აუცილებელ გარანტიებს” ითხოვდა. უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს გაფორმდა.

იტვირთბა....