ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შეიარაღებული თავდასხმა ლენტეხის მერზე – დაცხრილულია გიორგი ონიანის კაბინეტი

შეიარაღებული თავდასხმა ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ონიანის კაბინეტი დაცხრილეს. შემთხვევა წუხელ მოხდა, რის შედეგადაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა. როგორც ცნობილია, მომხდარი ფაქტის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. სამართალდამცავები ეძებენ დანაშაულში მონაწილე პირს ან პირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....