პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ პოლონეთი ბარიერს ააგებს მის საზღვარზე რუსეთის კალინინგრადის ექსკლავთან. მისი თქმით, რუსეთი შესაძლოა გეგმავდეს აფრიკელი და აზიელი მიგრანტების საზღვარზე გადაშვებას მომავალ კვირაში.
Reuters-თან საუბარში სობოლევსკიმ განმარტა, რომ ქვეყნის სასაზღვრო სამსახური პოლონეთ-ბელარუსიის საზღვარზე მიგრანტებს კვლავ აწყდება. პოლონეთი რუსეთს და მის მოკავშირე ბელარუსს ადანაშაულებს მიგრანტების გამოყენებაში “ჰიბრიდული ბრძოლის” კამპანიის ნაწილად, ევროპის დესტაბილიზაციის მიზნით. უკრაინაში ომის გამო შექმნილი დაძაბულობის ფონზე, პოლონეთი შიშობს, რომ განმეორდება 2021 წლის კრიზისი, როცა ბელარუსიდან საზღვრის გადაკვეთა სცადა ათასობით აფრიკელმა და ახლო აღმოსავლელმა მოგრანტმა.
სამუშაოები დაიწყო ოთხშაბათს და 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.