„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა:
„თქვენ გახსოვთ, თუ როგორ შეურაცხყოფას აყენებდა ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს. თუ როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. ეს იყო პირადად, არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაც და თუ ასეთ პირობებში პრეზიდენტი გვარამიას შეიწყალებს, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რაც არამგონია, რომ სწორი იყოს“ , – აცხადებს კობახიძე.