ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არავის ციხეში წასვლა არ მიხარია” – კალაძე გვარამიაზე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საქმის დეტალებს არ იცნობს, ამიტომ კომენტარის გაკეთება უჭირს, თუმცა არავის ციხეში წასვლა არ უხარია.

“გამიჭირდება დეტალებში შესვლა. არ ვიცი, არავის ციხეში ყოფნა და არავის ციხეში წასვლა არ მიხარია და დარწმუნებული ვარ ასეა ყველა, ნებისმიერი ადამიანი, თუმცა თუ ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, მან უნდ აგოს პასუხი. ამ კონკრეტულ ქეისზე გამიჭირდება ლაპარაკი”, – თქვა კახა კალაძემ.

იტვირთბა....