ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნიკა გვარამიას საქმე: სასჯელის გაზრდის მიზნით, პროკურატურა სააპელაციოს გადაწყვეტილების გასაჩვრებას აპირებს

„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძე, დღვანდელი სასამართლო პროცესის მერე განაცხადამ რომ ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაესში გვარამიასთვის სასჯელის დამძიმების მიზნით გაასაჩივრებს.

“სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განაჩენს ბრალდების მხარე არ ეთანხმება, ჩვენ კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იმის გათვალისწინებით, რომ მოპოვებული გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრული ეჭვითა და სტანდარტით ადასტურებს სამივე პირს ჩადენილი აქვს ბრალად წარდგენილი ქმედება და გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლო მაინც მიიღებს სამართლიან, ობიექტურ და კანონიერ გადაწყვეტილებას და სამივე ხსენებულ პირს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში” , – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

შეგახსენებთ, დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ე.წ. ავტომობილის ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც 3 წლითა და 6 თვით პატიმრობას გულისხმობს, ბრალის მეორე ნაწილში სასამართლომ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და გვარამიას ბრალი დაუმძიმა კომპანიისთვის ზიანის მიყენების ნაწილში – სასამართლომ 50 000 ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეცვალა, ხოლო მესამე ნაწილში – მოსყიდვას იმ პირის მიერ, რომელიც ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას [სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილი] და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – სასამართლომ გვარამია გაამართლა.

იტვირთბა....