ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ის ადამიანები მოგვიწოდებენ ერთობისკენ, რომლებმაც ერთობა პირველებმა დაარღვიეს – ანი წითლიძე

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციურ ერთობის ენმ-ისეულ ხედვაზე ისაუბრა.

“ჩვენ ყველა პატარა პარტიას ვგულშემატკივრობთ, რათა მათ მაქსიმალური შედეგი დადონ. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება პოლიტიკურ სპექტრი, ძალიან კარგი იქნება. ნებისმიერ გაერთიანებას როგორიც არ უნდა იყოს, მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ გაერთიანებას ცოტა სხვანაიარად ვხედავთ. პირველ რიგში, თუ საუბარია ერთობაზე, ეს არ უნდა იყოს სამი-ოთხი პარტიის ერთობა. საუბარი უნდა იყოს ფართო ოპოზიციური სპექტრის – საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთობაზე. ერთობა უნდა იყოს თემატურ საკითხებზე შეთანხება, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური პატიმარია მიხეილ სააკაშვილი, ერთობა უნდა იყოს სამართლიანი არჩევნებისა და მართლმსაჯულების საკითხის გარშემო. ტექნიკური ერთობა – ერთობა სიაზე და პრაიმერისით პრემიერის გამოვლენაზე, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი არ არის“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

იტვირთბა....