ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნიკა გვარამიას დანაშაული უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება – პროკურორი

პროკურორმა ზვიად გუბელაძემ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დანაშაული უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი ნიკა გვარამიას მიმართ და საბოლოო სასჯელის სახედ განესაზღვრა 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2“-სთვის ფინანსური ზიანის მიყენების ორ ფაქტზე, კერძოდ, პირველი გახლავთ, 2015 წელს „რუსთავი 2“-სთვის 6 მილიონ 700 ათასი ლარის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტი. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჩათვალა, რომ ნამდვილად, ნიკა გვარამიას მიერ ჩადენილი იყო დანაშაული და შეაფასა მისი ქმედება, როგორც საწარმოში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით. მას სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.
რაც შეხება მეორე ეპიზოდს, ეს გახლავთ ე.წ. ავტომობილების ეპიზოდი. 2019 წელს ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის ფინანსური რესურსის გამოყენებით მისთვის და ოჯახის წევრებისთვის შეიძინა 250 ათას ლარად ღირებული ავტომობილი, რითაც ბუნებრივია, „რუსთავი 2“-ს ფინანსური ზიანი მიადგა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ეპიზოდში სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის როგორც მტკიცებულებები, ასევე სამართლებრივი არგუმენტაცია და ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო საწარმოში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.” – განაცხადა გუბელაძემ.

იტვირთბა....