ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სანამ ყველა ხელისუფლების ყმები იქნებით, თქვენი ბიზნესი მუდმივ საფრთხეში იქნება“ – გიგი უგულავა

ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისა და მისი პატიმრობაში დატოვების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

უგულავას თქმით, ერთ დღეს სხვადასხვა კომპანიების მფლობელები თუ დირექტორები, შესაძლოა, პოლიტიკური მართლმსაჯულების წინაშე იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როგორშიც ახლა გვარამიაა, მაგრამ ხმა არავინ ამოიღოს.

„ფაბრიკა-ქარხნის, აფთიაქის, მაღაზიის თუ ტელევიზიის დირექტორი ხარ, პირველ რიგში ხარ ჩვეულებრივი შ.პ.ს. მფლობელი/დირექტორი. ბიზნესი ბიზნესია. რატომ ჰგონია ქართულ ბიზნესს, რომ “გვარამიას საქმე” მათ არ შეეხებათ. სამართლებრივი პრეცენდენტი შექმნილია. ხვალ ვინმეს პურის ქარხანა შეუშლის ხელს, ზეგ რომელიმე მაღაზიის “შავი მილები” და საქმე უკვე აწყობილია. გაჩარხულია. მომდევნო მოსამართლისთვის თქვენი ჩასმა კიდევ უფრო ადვილი იქნება ვიდრე დღეს იყო. ეს გადაწყვეტილება არაა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. ის გზას უხსნის ნებისმიერი ბიზნესის სასამართლო რეკეტს. ნუ ეგონება ბიზნესს, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების და არასამთავრობოების საქმეა გვარამიას დაცვა. ნუ გგონიათ გულუბრყვილოდ, რომ თქვენთან არ მოვლენ. იფიქრეთ იმაზე, როცა თქვენთან მოვლენ აღარავინ იქნება ხმის ამომღები.

ნიკა გვარამია იქნება თავისუფალი. ის არის თავისუფალი. თქვენ კი ვინც თქვენს დუმილს თქვენი “ბიზნესის უსაფრთხოებით” ხსნით, სწორედ მაგ ბიზნესზე დაგარტყამთ რეჟიმი. სანამ ყველა ხელისუფლების ყმები იქნებით, მანამდე იქნება თქვენი ბიზნესი მუდმივ საფრთხეში. ამიღეთ ხმა, გაინძერით. ეს ქვეყანა თქვენიცაა” – წერს გიგი უგულავა.

იტვირთბა....