ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხატია დეკანოიძე პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ სააპელაციო სასამართლოს ეზოდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად აუცილებელია “მთავარი არხის” დამფუძნებლის თავისუფლება.

“ნიკას თავისუფლება არის მნიშვნელოვანი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად. პირდაპირ წერია ნიკას თავისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მინდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისლმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია” – განაცხადა დეკანოიძემ.

იტვირთბა....