ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზეგ რომ რეჟიმმა ვაჭრობის მიზნით გვარამია გაათავისუფლოს, ჩვენი პრობლემის არსი მაინც არ შეიცვლება – ბოკერია

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ნიკა გვარამიას დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ რეჟიმის პირობებში ჩვენი ქვეყნის სწორ გზაზე დადგომა შეუძლებელია:

„თუკი იყვნენ კიდევ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეები, რომლებსაც რაიმე ილუზია ჰქონდათ, რომ ამ რეჟიმის პირობებში შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის სწორ გზაზე დადგომა, თავისუფალ სამყაროში დაბრუნდება, დემოკრატიის ფუნდამენტური საკითხების მოგვარება, ეს ილუზია ყველამ უნდა მოისპოს. გვარამიას საქმე არის გამორჩეული. ყველას გვინდა პერსონალურად პოლიტიკური პატიმრის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს ყველას გვესმის, რომ ზეგ რომ რეჟიმმა რაღაც ვაჭრობისთვის გვარამიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს, ამითაც კი არ შეიცვლება ჩვენი დიდი ეროვნული პრობლემის არსი,” – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, სასამართლოს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

იტვირთბა....