ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნიკა გვარამია გაყალბებული განაჩენით ზის ციხეში – საძაგლიშვილი

ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ სიმართლე აუცილებლად დადგინდება. ადვოკატის თქმით, მოსამართლეები ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ინანებენ. საძაგლიშვილის განცხადებით, ეს უკანონო განაჩენი, თავისუფლებას ართმევს, არამხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ ამ ქვეყანას.

„სააპელაციო სასამართლოშიც გამოიკვეთა ნიკა გვარამიას უდანაშაულობა და აბსოლუტურად ყველასთვის ნათელია, რომ ის გაყალბებული განაჩენით იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში. ჯორბენაძემ, მამისეიშვილმა და მაღლაკელიძემ გადაწყვიტეს გაიზიარონ ლაშა ჩხიკვაძის ბედი. მათ ფაქტობრივად ძალაში დატოვეს უკანონო განაჩენი, რომელიც თავისუფლებას ართმევს, არამხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ ამ ქვეყანას და ხელს უშლის მას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს მათი პერსონალური არჩევანია. ღრმად ვარ დარწმუნებული, ისინი აუცილებლად ინანებენ ამ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, სიმართლე აუცილებლად დადგინდება. მათ შორის, გაირკვევა ისიც თუ როგორ ხდებოდა ამ გადაწყვეტილების  მიღება, ვინ დირიჟორობდა ამ პროცესს და ვის რა როლი ჰქონდა აი ამ უკანონო განაჩენის პროცესში“, – აცხადებს ნიკა გვარამიას ადვოკატი.

იტვირთბა....