ახალი ამბები მთავარი სამართალი

„მოსამართლემ ჩვენს თვალწინ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული”

“ქართული ოცნების”  ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მოსამართლემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. მან ასევე  მოქალაქეებს სასამართლოს ეზოში მიტინგის გამართვისკენ მოუწოდა.

„მოსამართლემ ჩვენს თვალწინ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.. ყველას გთხოვთ მოხვიდეთ ახლოს და მიზანმიმართულად დავარღვიოთ ადმინისტრაციული კოდექსი და გავმართოთ მიტინგი.  სამმა მოსამართლემ წაგვართვა ის მომავალი, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს. არ გვაქვს მორალური უფლება პროტესტის გარეშე წავიდეთ სახლში.  ვიცით, რომ სასამართლოს ეზოში არ შეიძლება მიტინგის გამართვა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ არ შეიძლება სასამართლომ უკანონო განაჩენი გამოიტანოს. დღეს უნდა დაიწყოს რაღაც ახალი.”- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

იტვირთბა....