ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

2021 წლის არჩევნების წინ მელიას კეზერაშვილის ფულით აშანტაჟებდნენ – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2021 წლის არჩევნების წინ მელიას კეზერაშვილის ფულით აშანტაჟბდნენ, ბოკერიას თუ არ გაწევ, ისე არ მოგცემსო. მან ასევე აღნიშნა, რომ “ევროპულმა საქართველომ” თვითმმართველობის არჩევნებში ელენე ხოშტარიაზე, ზურა ჯაფარიძეზე და გიორგი ვაშაძეზე მეტი ხმა აიღო:

“მელიას კეზერაშვილის ფულით აშანტაჟებდნენ 2021 წლის არჩევნების წინ, ბოკერიას თუ არ გაწევ, ისე არ მოგცემსო.
(მოტივი აქაც ეგო იყო – წინა წელს დათომ გიგის ხელით ისეთი საზიზღრობები აკეთა, უნდოდა ეჩვენებინა რომ მართალი იყო და ბოკერიასთან ალიანსი არ გამოდის – იყიდა ეგ პერცეფციაც)
გაწია.
ელენე გაჩუმდა.
ზურა გაჩუმდა.
არჩევნები კრახით დასრულდა.
p.s. გიგა ბოკერიამ და მისმა პარტიამ, თვითმმართველობის არჩევნებში ელენე ხოშტარიაზე, ზურა ჯაფარიძეზე და გიორგი ვაშაძეზე მეტი ხმა აიღო. ელენეზე სამჯერ მეტი. ვაშაძეზე ორჯერ მეტი. ზურაზე 5000 ხმით მეტი.”- წერია ჩერგოლეიშვილის განცხადებაში.

იტვირთბა....