რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში ლონდონის მონაწილეობას უპასუხოდ არ დატოვებენ. ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს ბრიტანეთი სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებსა და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ განხორციელებულ თავდასხმაში.
„ასეთი ქმედებების რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლება. ცხადია, ჩვენ ვიფიქრებთ დამატებით ნაბიჯებზე“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, რუსულ მხარეს აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ სევასტოპოლში რუსულ გემებზე თავდასხმა ბრიტანელებთან კონსულტაციით ხდებოდა.