“დიდი ოცეულის სამიტი“ ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე, 15-16 ნოემბერს გაიმართება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევის გაუქმებას ითხოვს.
ოლეგ ნიკოლენკო “ტვიტერზე” წერს, რომ პუტინი სისხლიანი ხელებით არ უნდა იჯდეს მსოფლიო ლიდერების გვერდით.
„პუტინმა საჯაროდ აღიარა უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანების გაცემა. სისხლით შეღებილი ხელებით მას არ უნდა მიეცეს უფლება მსოფლიო ლიდერებთან ერთად მაგიდასთან დაჯდეს. პუტინის მიწვევა ბალის სამიტზე უნდა გაუქმდეს და რუსეთი „დიდი ოცეულიდან“ უნდა გაირიცხოს“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო „ტვიტერზე“.