ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიცია პარლამენტში ყოფნით ივანიშვილის რეჟიმს სიმულაციაში უწყობს ხელს – ბოკერია

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია ეხმაურება ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვების საკითხს. მისი თქმით, ვინც თვლიდა და თვლის, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და უმრავლესობის მიერ არჩეული, მათგან სრულიად ალოგიკურია იმის ლეგიტიმაცია, რაც არასწორად მიაჩნიათ.

„არგუმენტი, რომ ამ რეჟიმს აქვს რაიმე ნება, რომ ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაცია მოახდინოს, აქაც სრულიად საპირისპირო ვითარებაა, ისინი ანტიდასავლურ, ანტიქართულ კამპანიას ეწევიან და ამას თვითონ პარლამენტში არსებული ოპოზიციური პარტიები – ენმ, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელიც“ იძახიან. აბა, რაღა არგუმენტი რჩება, გარდა რაღაცის გამოჩენის და სიმულაციის ინტერესისა, რომ ვითომ რაღაცას აკეთებ?! ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნორმალურ ვითარებაში თუ ვერ მოიგო პარტიამ, უნდა შევიდეს ყველა ინსტიტუტში, მათ შორის, პარლამენტში და ეს ტრიბუნა უნდა გამოიყენოს მომავალ არჩევნებამდე. მაგრამ თუ ამბობ, რომ ეს არ არის ლეგიტიმური და ამით ხალხი ნების მოპარვის ტრადიციის განმტკიცება ხდება, მერე თუ იგონებ ან მართლა რაღაც კონკრეტული შინაარსის გამო ხარ შიგნით, ხოლო მერე ირკვევა, რომ ან შინაარსის მიმართულებითაც არ იდგმება ნაბიჯები და მაინც აგრძელებ ამ მოღვაწეობას, ესე იგი, შენ უბრალოდ ხელს უწყობ ივანიშვილის რეჟიმს ამ სიმულაციაში”, – განაცხადა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ ვისაც ის არგუმენტი ჰქონდა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების გამო შევიდა პარლამენტში, უკვე ეს არგუმენტიც აღარ არსებობს.

იტვირთბა....