ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინაში ბატალიონ ,,ოსეთის” მეთაურის მოადგილე მოკლეს

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს ბატალიონ “ოსეთის” მეთაურის მოადგილე, ვიქტორ ჟიდაევი, იგივე “ვიტოსი” მოკლეს. მისი გარდაცვალების შესახებ ტელეგრამის არხი „ალანია და ოსეთი“ იტყობინება.

“ალანიაში” გამოქვეყნებული ნეკროლოგის მიხედვით, ჟიდაევი ორი კვირის წინ ჩრდილოეთ ოსეთის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი მენიალომ დააჯილდოვა მედლით „ოსეთის დიდებისათვის“.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟიდაევი წარსულში ნასამართლევი იყო დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით.

იტვირთბა....