ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების მზადყოფნაში მოყვანის შესახებ ბრძანება გასცა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სერბეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების მზადყოფნაში მოყვანის შესახებ ბრძანება გასცა.

როგორც ცნობილი ხდება, აღნიშნული გადაწყვეტილება ალექსანდარ ვუჩიჩმა კოსოვოს გარშემო შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო. საუბარია კოსოვის ხელმძღვანელობის მიერ შემოღებულ წესზე, რომლითაც ქვეყანაში სერბული სანომრე ნიშნიანი ავტომობილებით გადაადგილება იკრძალება. აღნიშნული წესი პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, კოსოვომ ის შეაჩერა. დღეიდან სამი კვირის განმავლობაში, იმ ავტომობილების მფლობელებს, რომლებსაც არ ექნებათ კოსოვოს სანომშრე ნიშნები, მხოლოდ გააფრთხილებენ, ხოლო შემდგომში კი დააჯარიმებენ.

ოფიციალური ბელგრადი ემხრობა დიალოგს, თუმცა, ამასთანავე, მათი თქმით, ისინი ნებისმიერი სცენარის განვითარებისათვის უნდა მოემზადონ.

იტვირთბა....