ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რომელი უბნების რეაბილიტაცია იგეგმება „ახალი ტფილისის“ ფარგლებში

 

„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, სწორედ ჩემი მერობის პერიოდში დაიწყოს ქალაქისთვის ისეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება, როგორიცაა – „ახალი ტფილისი!“ – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

„ახალი ტფილისი“ ქალაქის ძველი უბნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას მოიცავს.

პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე განხორციელდება შემდეგი უბნების რეაბილიტაცია:

  • მშრალი ხიდის მიმდებარე არეალი
  • ორბელიანის მოედანი (კოლმეურნეობის მოედანი)
  • დავით აღმაშენებლის გამზირი (მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარ ბრიუკენის მოედნამდე)
  • ღვინის აღმართი
  • გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე არეალი

უკვე მიმდინარეობს ღვინის აღმართისა  და გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაცია. უკვე დაიწყო დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე არსებული ტერიტორიის და  მშრალი ხიდის მიმდებარე არეალის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია.

დავით აღმაშენებლის გამზირზე, პროექტის ფარგლებში შენობა-ნაგებობების სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია განხორციელდება. ამასთან, მთლიანად განახლდება ყველა ტიპის საკომუნიკაციო და საინჟინრო ქსელები, მოპირკეთდება ქუჩები, დამონტაჟდება ახალი განათებები და მანიშნებლები.

შეიცვლება გამზირის საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი. მოეწყობა გადასასვლელები, ჩატარდება გამწვანების ღონისძიებები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული ტერიტორია სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის!

მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, პროექტის ფარგლებში:

  • კეთილმოწყობა 9 მარტისა და დედა ენის სახელობის ბაღები და მიმდებარე ტერიტორია;
  • აღნიშნულ ბაღებს შორის მოეწყობა მიწისქვეშა საფეხმავლო გადასასვლელი – გალერეა;
  • მოეწყობა სავაჭრო დახლები, ტერასა და მოწესრიგდება სავაჭრო საფეხმავლო ზონა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების ამ ეტაპზე დასაქმდება 800-მდე ადამიანი!

 

იტვირთბა....