ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

საბრძოლო მასალა, საარტილერიო ჭურვები და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა – უკრაინა შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

უკრაინა შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს, – ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია საბრძოლო მასალისა და სხვა საშუალებების შესახებ, რომლის საერთო ღირებულება 275 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კერძოდ, პაკეტში შედის: დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის, მაღალი სიზუსტის 155 მმ-იანი 500 საარტილერიო ჭურვი, 1300-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, 125 ერთეული Humvee-ს ჯავშანმანქანა, 4 ანტენა სატელიტური კავშირგაბმულობისთვის.

იტვირთბა....