ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთი მარცვლეულის ხელშეკრულების გაგრძელების სანაცვლოდ კიევისგან “აუცილებელ გარანტიებს” ითხოვს

რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერგეი ლავროვი და მევლუთ ჩავუშოღლუ მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ესაუბრნენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ლავროვის თქმით, მარცვლეულის ხელშეკრულების გაგრძელების სანაცვლოდ რუსეთმა კიევისგან “აუცილებელი გარანტიები” უნდა მიიღოს, რომ ჰუმანიტარულ კორიდორებსა და უკრაინულ პორტებს რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებისთვის არ გამოიყენებს.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან არ გადის და მას დროებით აჩერებს. რუსეთის მხრიდან მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ ინფორმაცია 29 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

იტვირთბა....