ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„კეზეროვიჩების” განცხადებები ჩემთვის საინტერესო არაა – კალაძე

ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის, ლაშა ფარულავას განცხადებით, „ის, რომ მეტროსადგური „გოცირიძე“ ჯერ კიდევ არ არის გახსნილი, ნათელი დადასტურებაა, როგორ ჭაობშია თბილისის მერია – კორუფციის, გულგრილობის, უპასუხისმგებლობის“.

ჟურნალისტის კითხვაზე – „როდის გაიხსნება მეტროსადგური „გოცირიძე“ – კალაძემ უპასუხა, რომ „კეზეროვიჩების” განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო. რაც შეეხება „გოცირიძის“ მეტროს, სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცესი. როგორც კი დასრულდება ექსპლუატაციაში მიღების პროცესი მაშინვე გაიხსნება”.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ გასულ წელს გაფორმდა და სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის დღესაც გაუსხნელია.

იტვირთბა....