გორში, ვერხვების დასახლებაში, ავტობუსის გაჩერებასთან გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს.
“მოზაიკას” ინფორმაციით, ადგილზე მისულ თვითმხილველებს ავტობუსის გაჩერებაზე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი გულის შეტევით გარდაიცვალა.
“ხშირად სვამდა ხოლმე, ალბათ გულმა უმტყუნა”-, ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები. გამიძიება სსკ-ს 116 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.