საზოგადოება

სტიქიების შეცვლის პერიოდია: რას ურჩევს ზოდიაქოს ნიშნებს მიხეილ ცაგარელი

როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვიამბობს, ამ კვირას სტიქიების შეცვლა მოხდება. ახლა ჰაერის სტიქიაში ვართ, სადაც მერწყულია მმართველი და გადავდივართ წყლის სტიქიაში, რომლის წარმომადგენელია თევზები.

მიხეილ ცაგარელი: „წყალი და ჰაერი რომ არ მეგობრობენ იცით და მათი ბრძოლა აქაც იქნება შესამჩნევი. ეს არის 19 თებერვალი, გარდამტეხი დღე, როცა მზე თევზების ზოდიაქოში გადადის მერწყულიდან და იწყება ცოტა სხვანაირი ცხოვრების სტილი-ემოციურობა, მგრძნობიარობა და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ეს პერიოდი გარდამტეხია ზოდიაქოს ნიშანთათვისაც. ასტროლოგიური კუთხით ეს დასკვნითი პერიოდია, მეთორმეტე ნიშანია და ადამიანებმა საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთონ, რომ 21 მარტიდან, როცა ახალი ციკლი იწყება, სწორი გადაწყვეტილებით და დასრულებული ძველი საკითხებით შეხვდნენ.

ვერძი- 19 თებერვლამდე ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ 19-დან ურთიერთგაგების შემცირება, ფინანსური პრობლემები და ზოგადი  დაბრკოლებები შესამჩნევი გახდება. ამიტომ აქტივობა შეამცირონ და ყურადღება მიაქციონ გარშემომყოფებთან ურთიერთობას.

კურო – კუროს ამ კვირას პარადოქსული პერიოდი აქვს- მისთვის ჯანმრთელობის დონე დაბალია და შეიძლება ადვილად გაცივდეს ან ა.შ. მაგრამ საქმეებში წარმატებული პერიოდი აქვს, ბიზნეს სფეროში თუ პარტნიორების აქტიურობის მხრივ. ნუ გადაიტვირთებიან, რადგან ჯანმრთელობა ამის საშულებას არ აძლევთ. 19 თებერვლიდან ჯანმრთელობაც აიწყებს აწევას.

ტყუპები- 19 თებერვლამდე ძალიან კარგი პერიოდი აქვთ, 19-ის შემდეგ კი პრობლემები ეწყებათ, განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში. ამიტომ ცოტა ფრთხილად იყვნენ, რომ  დაუფიქრებელი, სულსწრაფი  სიტყვით თუ ქმედებით ხელისშემშლელი ფატქორები არ წარმოშვან ურთიერთობებში. გაუგებრობები წარმოჩნდებიან წინა პლანზე, როგორც სახლში, ასევე სამსახურში.

კირჩხიბი- 19-მდე  რთული პერიოდი აქვს, ახასიათებს არასტაბილური ჯანმრთელობა, ენერგოტონუსი დაბალი. 19-ის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. ინტუიცია მატულობს, ფინანსურ პრობლემებს წყვეტენ.

ლომი- 19-მდე ძალიან კარგი პერიოდია, მატერიალური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესოს და ა.შ. მაგრამ 19-ის შემდეგ ჯანმრთელობას მიაქციონ ყურადღება, ასევე დაძაბულობის და კონფლიქტების ტენდენცია მატულობს მათი ზედმეტი ეგოიზმის გამომჟღავნების შემთხვევაში.

ქალწული- 19 რიცხვამდე რთული პერიოდი აქვს, პოზიციებს ვერ იცავს სამსახურში, სუსტი ჯანმრთელობა და იმუნიტეტი ახასიათებს. 19-ის შემდეგ პირიქით, გამოცოცხლდება, მატერიალური შანსები უჩნდება, შეიძლება ახალი სამსახური ან პროექტები შესთავაზონ.

სასწორი-სტაბილური კვირა აქვს. უმრავლეს საკითხებს მოაგვარებს უმტკინვეულოდ და ძალიან დიპლომატიურად. ამ ნიშნისთვის სასიყვარულო, პარტნიორული ურთიერთობების, რომანტიზმის პერიოდია, ასევე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერიოდია, ურთიერთგაგებისა, როგორც სახლში, ასევე სამსახურში.

მორიელი- რთული პერიოდი აქვს. კარმული მტრები მოქმედებენ მის საწინააღმდეგოდ. მაქსიმალურად ცდილობენ მისი ავტორიტეტი დაეცეს. ეს მასში გაღიზიანებას იწვევს. ეს ნიშნები 19-მდე ფრთხილად უნდა იყვნენ და სარკაზმისა და აგრესიის გარეშე განვლონ ეს პერიოდი. მორიელი 19-ის მერე იგრძნობს, რომ სიტუაცია უმჯობესდება და ფარული მტრებიც ამცირებენ აქტივობას.

მშვილდოსანი- მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ ახლობლებთან ურთიერობაში. აქ შეიძლება დაეძაბოთ ურთიერთობა და სწორედ ამიტომ, თუ აქ ურთიერთობებს  მოაწესრიგებენ და  დელიკატური იქნებიან, საქმეებში პოზიტიური ტენდენციების შანსი მეტი ექნებათ.

თხის რქა-ყურადღება ესაჭიროება, რადგან შესაძლოა ფინანსურმა პრობლემებმა იჩინონ თავი. უნდა გამოირიცხოს ყველა სახის მსხვილი საყიდლები და კაპიტალდაბანდებები, განსაკუთრებული ყურადღება კი ამ ნიშანს უცხოეთთან და უცხოელებთან მართებს, თუ მათთან აქვს ფინანსური ურთიერთობა, რადგან საბუთების არასწორად შევსების შედეგად შეიძლება შეექმნათ პრობლემები. 19 რიცხვის შემდეგ მათთის პერიოდი გაუმჯობესდება.

მერწყული-ამ კვირის ფავოროტია. 19 თებრვლამდე მზე მათ ზოდიაქოშია. შანსი ყველა დონეზე მაღალი აქვთ, როგორც პირადში, ასევე კარიერაში, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსები გამოჩნდება.

თევზები-19 თებერვლამდე მაქსიმალურად ფრთხილად იყავით, რადგან კონფლიქტების, დაპირისპირების შანსები აპოგეას მიაღწევს. 19 თებერვლიდან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, ნელ-ნელა კარგი წინადადებები და პოზიტიური ცვლილებები დაიწყება.

„იმედი“

 

იტვირთბა....