დღეს დილით პოლტავის ოლქში სამი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მაგრამ საოლქო ცენტრში აფეთქებების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლუნინი იუწყება. მისი თქმით, ოთხი რუსული დრონი სამოქალაქო ობიექტებს დაეცა.
„ადგილზე მაშველები მუშაობენ და ხანძრის ლოკალიზებას ახდენენ, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის“, – განაცხადა ლუნინმა.