ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

მორიგი სარაკეტო თავდასხმა უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებზე – დაშავებულია 13 ადამიანი

უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და რეგიონებზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად 13-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.

„ამ დროისთვის გვყავს რუსეთის ფედერაციის მიერ დღეს განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავებული 13 ადამიანი. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურასთან ერთად დავადგენთ დანაკარგებს და დავაფიქსირებთ იმ დანაშაულებს, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაიდინეს“, – განაცხადა კლიმენკომ.

რუსულმა ძალებმა კიევის ქალაქები დღეს დილით ისევ დაბომბეს. მათი მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები გახდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ოკუპანტებმა უკრაინის 10 რეგიონში 18 ობიექტს დაარტყეს.

იტვირთბა....