რუსეთში, ფსკოვის ოლქში მდებარე აეროდრომზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად KA-52 ტიპის ორი სამხედრო ვერტმფრენი განადგურდა, ორი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, შედეგების აღმოსაფხვრელად და „დივერსიული ჯგუფების“ აღმოჩენის მიზნით, სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.
სხვა ტექნიკისა და პერსონალის განადგურების დეტალები ზუსტდება. დაზვერვის ინფორმაციით, ერთი ერთეული Ka-52-ის ღირებულება დაახლოებით 16 მილიონი აშშ დოლარია.