ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საზმაუდან გათავისუფლებული ჟურნალისტები – სახალხო დამცველმა მომხდართან დაკავშირებით დარღვევები აღმოაჩინა

სახალხო დამცველის ოფისმა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების – სოფიო ზედელაშვილის, იმედა დარსალიასა და თამთა ჯანაძის საქმეზე დარღვევა დაადგინა და ტელეკომპანიას მიმართა რეკომენდაციით, ბათილად ცნოს ბრძანებები აღნიშნული ჟურნალისტების დათხოვნის შესახებ და თითოეული მათგანის მიმართ გამოიყენოს საქართველოს შრომის კოდექსის გათვალისწინებული რესტიტუციის შესაბამისი ღონისძიება.

სოფიო ზედელაშვილის, იმედა დარსალიასა და თამთა ჯანაძის უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს. სწორედ ამ ორგანიზაციამ მიმართა სახალხო დამცველს, საზმაუდან გათავისუფლებული ჟურნალისტების საქმე შეესწავლა.

შეგახსენებთ, ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებელი ცენზურის მცდელობასა და რესპონდენტების “შავი სიის” არსებობაში ამხილეს.

იტვირთბა....