ახალი ამბები მთავარი სამართალი

კარტოგრაფების საქმე: სასამართლო პროცესზე ჯონდი ბაღათურია იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის გადაცემის საქმეში ბრალდებულების – ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას – პროცესზე ჩვენებას ჯონდი ბაღათურია აძლევს. ის ბრალდების მხარის მოწმეა.
დაცვის მხარის განცხადებით, ბაღათურია სასამართლოს ვერანაირ არგუმენტს ვერ მიაწვდის.

შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილი საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი იყო, ხოლო ნატალია ილიჩოვა – ამავე კომისიის წევრი. პროკურატურის მტკიცებით, ზემოაღნიშნული ორი ბრალდებული აზერბაიჯანთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს. სასამართლომ მელაშვილი და ილიჩოვა ჯერ, 2020 წლის 7 ოქტომბერს, დააკავა, ხოლო შემდგომ, 2021 წლის 28 იანვარს, 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

იტვირთბა....