ჯანდაცვა

შავი სია: 7 პროდუქტი რომლის მიღებაც მშიერ კუჭზე არ შეიძლება

დილა მთელი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, სწორედ აქედან ვიწყებთ ცხოვრების ახალ დღეს და ვიღვიძებთ ახალი ძალებით. იმისათვის, რომ დღემ წარმატებით ჩაიაროს, დაიწყეთ დილა სწორი კვებით. სწორედ საუზმეზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ იგრძნობ თავს მთელი დღის განმავლობაში. საუზმე აუცილებელია, რათა ნივთიერებათა ცვლა არ შენელდეს და ორგანიზმი მთელი დღე გემსახუროს. ოპტიმისტური განწყობის, კარგი ხასიათის შენარჩუნება და პარალელურად მუშაობა მხოლოდ ჯანსაღ ადამიანს შეუძლია. ჩვენ მივეჩვიეთ საუზმეზე სხვადასხვა პროდუქტების მიღებას, თუმცა ცოტა თუ ფიქრობს რა გავლენას ახდენს ისინი ჩვენს ორგანიზმზე.

საჭმლის პირველი მიღება- თქვენ უნდა ეცადოთ პროდუქტი იყოს არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ ნაკლებად საზიანოც თქვენი ორგანიზმისთვის. პროდუქტების უმეტესობა, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი დილით მიირთმევს კატეგორიულად არ შეიძლება საუზმეზე.

გაგაცნობთ 7 პროდუქტს, რომელიც საუზმეზე ძალიან საზიანოა:

1, ციტრუსები– მათ აქვთ თვისება გამოიწვიონ სხვადასხვა ალერგია, მაშინაც კი თუ თქვენ არ გაქვთ ალერგიის მიმართ მიდრეკილება. ციტრუსების მშიერზე მიღება ცუდი ძილის მიზეზიც შეიძლება გახდეს. კუჭის პირველივე ჯერზე ციტრუსით გადატვირთვა საზიანოა, ხშირად გასტრიტიც სწორედ ამ მიზეზით ემართებათ ადამიანებს. მანამ, სანამ ციტრუსს შეჭამთ, მიირთვით ფაფა.

2. ბანანი– გამოირჩევა მაგნიუმის მაღალი შემცველობით, რომელიც აუმჯობესებს გულის მუშაობას, მაგრამ სულაც არ არის საჭირო დილით ადრე ბანანის მშიერ კუჭზე მიღება. მან

მუშაობას, მაგრამ სულაც არ არის საჭირო დილით ადრე ბანანის მშიერ კუჭზე მიღება. მან შეიძლება დაგირღვიოთ კალიუმისა და მაგნიუმის ბალანსი და მთელი დღე თავს გრძნობდეთ მოდუნებულად.

3. უმი  ბოსტნეული– საუზმეზე მათი მიღება გასტრიტისა და სხვადასხვა დაავადების გამომწვევია. პრობლემა მჟავებშია, რომელსაც უმი ბოსტნეული შეიცავს. ისინი ზიანს აყენებენ კუჭის კედლებს.

4. იოგურტი– რა თქმა უნდა ისეთივე ზიანს არ მოგვიტანს როგორც ციტრუსი, თუმცა ორგანიზმს დილაობით დამატებითი ბაქტერიები არ სჭირდება, უმჯობესია ის დღის განმავლობაში მიირთვათ.

5. ცივი სასმელები- ცუდად მოქმედებს საჭმლის გადამამუშავებელ სისტემაზე, მისი საჭმელთან ერთად მიღება დაუშვებელია

6. ტკბილეული– დილით ადრე კუჭქვეშა ჯირკვალს არ შეუძლია გამოიმუშაოს საკმარისი რაოდენობის ინსულინი.

7. ყავა– უზმოზე ყავის დალევა ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი შემთხვევაა, თუმცა ყავა აზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და იწვევს გასტრიტს.

aww.ge

იტვირთბა....