ჯანდაცვა

სრულყოფილი ფორმების საიდუმლო

ზაფხული მოდის და უკვე დროა დავიწყოთ მომზადება ამ სეზონისთვის. როგორც კი ეს სეზონი დადგება ქალები იწყებენ გაუთავებელ ვარჯიშს, დიეტებს და ცვლიან კანი მოვლის ხერხებს. უმჯობესი იქნება თუ ბევრად უფრო ადრე დაიწყებთ, თქვენი სხეულის მოვლას და მომზადებას ზღვის სეზონისთვის. 1 თვეში თქვენ უკვე იგრძნობთ, როგორ შეიცვალა თქვენი სხეული.

1. ჭამე რაც შეიძლება ბევრი ხილი და ბოსტნეული. გაუკეტე შენს სხეულს დეტოქსიკაცია რაც შეიძლება მეტი ხილის და ბოსტეულის ჭამით. გაზაფხულზე უამრავი ისეთი ხილი მოდის, რომლის მირთმევა, როგორც საკვებად, ისე დასალევადაა შესაძლებელი. ცაანაცვლე სასუსნავი ხილით და ბოსტნეულით, გაიკეთე რაც შეიძლება მეტი სალათა, წვენები. დაიმახსოვრე მწვანე ფერის საკვები ჯამრტელობაა. საღამოთი კი ხილს ნუ მიირთმევ, ის ამ დროს ნახშირწყლებს გამოყოფს, რა არაფერში გჭირდებათ.

2. მოიშრეთ ძველი კანი. კვირაში ორჯერ მიმართეთ ძლიერ დახეხვას, ეს მოგაშორებთ მკვდარ კანს. დიდი ყურადღება მიაქციეთ იდაყვებს, მუხლებს და ქუსლებს. კარგად აიქერცლეთ ძველი კანი და ზაფხულში აბრეშუმივით ბზინვარე და სათუთი კანი გექნებათ. თუ მგრძნობიარე კანის პატრონი ხართ, მაშინ ასეთი გახეხვა კვირაშ ერთხელ ჩაატარეთ. 3, გააჯერე სხეული წყლით. წყალი სასიცოცხლოდ მნიშნვნელოვანია თქვენი ორგანიზმისთვის. დეჰიდრატაცია გამოიწვევს კანის გამოშრობას, დაჭკნობას, აქერცვლას. დალიეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი 3-4 ლიტრი დღეში. უარი თქვით გაზიან ან ზედმეტად ტკბილ სასმელებზე. უმჯობესია თუ ამ ყველაფერს წყლით ჩაანაცვლებთ.

4. ივარჯიშეთ!

დაიწყეთ ვარჯიში! თუ თქვენ დარბაზში სასიარულოდ დრო არ გაქვთ სახლში 30 წ. დილით და 30წ. საღამოს ვარჯიში ნამდვილად არ გაწყენთ. როგორც კი შესაძლებლობა გექნებათ იხტუნავთ, იცეკვეთ, იარეთ. იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი.

 

5. აირჩიე საუკეთესო მეთოდი თმის მოსაშორებლად. ლაზერული ეპილაციისთვის ზაფხულის საზონი არც ისე საუკეთესოა, თანაც ერთი პროცედურა არ არის ხშირ შემთხვევაში საკმარისი. ზედმეტი თმის მოსაშორებელი, სხვა ბევრი საშუალებაც არსებობს გამოცადე ისინი და იპოვე შენი კანისთვის საუკეთესო. 6. მოიშორე ცელულიტი. ცელულიტს ბოლომდე ვერავინ მოიშორებს, თუმცა შეგვიძლია ის ნაკლებად გამოსაჩენი გავხადოთ. ძალიან კარგია ყავის სკრაბის გამოყენება კვირაში 2-ჯერ. უბრალოდ შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში და შემდეგ დაუმატეთ ქოქოსის ზეთი. მიიღეთ ისეთი საკვებ, რომელიც ცელულიტს წვავს: მწვანე ჩაი, ორაგული, წიწაკა, ზეითუნის ზეთი, ანანასი, ვაშლის ძმარი, შავი შოკოლადი და კენკრა. ნუ დაგეზარებათ ამ მარტივი რჩევების გათვალისწინება. ოდნავი ძალისხმევა და თქვენ ჯამრთელ სხეულში თვს ძალიან კონფორტულად იგრძნობთ.

aww.ge

იტვირთბა....