ახალი ამბები პოლიტიკა

საქართველოს პრემიერი ერდოღანს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტს ეროვნული დღესასწაული მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთსა და მის ხალხს კეთილდღეობა უსურვა.

“გილოცავთ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 99 წლისთავს. თურქეთსა და მის ხალხს კეთილდღეობას ვუსურვებ. მოხარული ვარ, რომ გვყავს ასეთი სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო წლებში,” – ნათქვამია მთავრობის მეთაურის მისალოც მიმართვაში.

იტვირთბა....