ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად, ხიმშიაშვილის, კობალაძისა და ე.წ ჭაობის დასახლებაში ქუჩები დაიტბორა. მოქალაქეები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
მოსახლეობის თქმით, სანიაღვრე არხების გაჭედვის გამო, ქალაქის რამდენიმე ქუჩა პარალიზებულია.
„მივმართავთ შესაბამის სამსახურებს, რათა დროულად გაწმინდონ არხები და მიხედონ ქალაქს”,- აცხადებენ მოქალაქეები.
სინოპტიკოსების ცნობით, არამდგრადი ამინდი 28 ოქტომბერსაც შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოში . 29 ოქტომბრის საღამოდან კი გამოიდარებს.