ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს იანვრის თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის იანვრის თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.

“2016 წლის იანვრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3183 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1211 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 38.05%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.95%.

შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით (2016 წლის იანვარი)

2016 წლის იანვრის თვეში შსს–ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2125 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1103 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 51.91%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +1.87%”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....