ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში ტერორისტული პროპაგანდის გავრცელების ბრალდებით ცნობილი უფლებადამცველი დააკავეს

თურქეთში ტერორისტული პროპაგანდის გავრცელების ბრალდებით, მედიკოსთა ასოციაციის ხელმძღვანელი დააკავეს, რომელმაც თურქეთის შეიარაღებული ძალები ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა – ინფორმაციას „ბიბისი“ თურქეთის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკავებული ქვეყანაში ცნობილი უფლებადამცველი​ სებნემ ქორურ ფინჩანჩია. გასულ კვირას „ქურთისთანის მუშათა პარტიამ“ გაავრცელა ვიდეო და განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყში თურქი სამხედროების მიერ დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შედეგად მისი 17 წევრი დაიღუპა. თურქეთის მედიკოსთან ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ასევეა სასამართლო სამედიცინო ექსპერტი Medya Haber TV-სთან განაცხადა, რომ მან ნახა ვიდეო და სჯერა, რომ გამოყენებული იყო მომწამვლელი აირები, რომლებიც ნერვულ სისტემას აზიანებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების მიერ საერთაშორისო სამართლით აკრძალული იარაღის გამოყენება უარყო. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ერდოღანმა გააკრიტიკა სებნემ ქორურ ფინჩანჩი გამოთქმული ბრალდების გამო.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული, გავაკეთოთ ისე, რომ პროფესიული ასოციაციები იყოს ფოკუსირებული თავიანთ ძირითად მიზნებზე ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერებისგან მათი გაწმენდით“, – განაცხადა ერდოღანმა.

იტვირთბა....