ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჰააგის პროკურორის ჯგუფს საქართველოში 27 თებერვალს ელოდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ჰააგის პროკურორის, ფატუ ბენსუდას ჯგუფი თბილისში 27 თებერვალს ჩამოვა.

“საერთაშორისო სასმარათლოს მოსამართლემ მოინდომა გაცნობითი შეხვედრა ჩემთან და ეს იყო ჩვეულებრივი გაცნობითი შეხვედრა, გვქონდა საუბარი იმაზე, რომ საქართველომ მაქსიმალურად ითანამშრომლოს ინფორმაციის მიწოდების კუთხით და ვისაუბრეთ ასევე შემდეგ ვიზიტზე, თუ არ ვცდები 27 თებერვალს ჩამოდის მათი ჯგუფი საქართველოში და რა თქმა უნდა იუსტიციის სამინისტრო, ჩვეულებრვ რეჟიმში ითანამშრომლებს და გაუწევს პარტნიორობას იმისათვის, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად იქნას წარმოდგენილი,” – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მიუნხენის უსაფრთხოების ორდღიანი კონფერენცია უკვე დაიხურა.

იტვირთბა....