ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

GDS-ისა და PosTV-ის ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებიც ბერას მეგობრები არიან, თბილისის ბიუჯეტიდან ₾134 000 მიიღეს, ₾48 600 პანდემიის პერიოდში

GDS-ისა და PosTV-ის ყოფილმა თანამშრომლებმა, ლევან გოგორელიანმა და თემო მჟავიამ თბილისის ბიუჯეტიდან ₾134 000, პანდემიის პერიოდში კი ₾48 600  მიიღეს. – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.
“ა(ა)იპ საქართველოს კიბერსპორტის ფედერაცია, რომელიც კიბერფერხბურთში ტურნირებს ატარებს, ლევან გოგორელიანმა და თემო მჟავიამ 2017 წელს დააარსეს.
რეგისტრაციიდან მალევე თბილისის მერიამ ისინი 28,000 ლარით დააფინანსა.
მათ საქმიანობას აქტიურად აშუქებს “იმედი” და PosTV, რომლის გასართობი რუბრიკის ფეისბუქგვერდი, ხშირად ავრცელებს ინფორმაციას ტურნირების შესახებ
ლევან (ფაქო) გოგორელიანი და თემო მჟავია მანამდე ბერა ივანიშვილის კუთვნილ ტელეარხზე, GDS-ზე და ხელისუფლების პროპაგანდისტულ PosTV-ზე მუშაობდნენ. 2018 წელს ისინი სამთავრობო კამპანია “არამიშას” ვიდეომიმართვებში მონაწილეობდნენ.” – ნათქვამია ინფორმაციაში.
იტვირთბა....